თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა