ერთ საათში პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნება
ერთ საათში პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნება. მიმდინარე კვირაში რამდენიმე საკითხის განხილვა იგეგმება, მათ შორის პარლამენტს წარედგინება დროებითი საგამოძიებო კომისიის 430 გვერდიანი დასკვნა, რომელსაც დადგენილების სახით მიიღებს, მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი და ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება. მიმდინარე კვირაში პარლამენტი აირჩევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს და იმსჯელებს გახარია საქართველოსთვის წევრების, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხზე
