სუსის ხელმძღვანელის არჩევა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის არჩევის პროცედურა დაწყებულია. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. მიმდინარე კვირაში კი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სუსის ახალ უფროსად მამუკა მდინარაძეს 6 წლის ვადით აირჩევს. მანამდე უწყების მომავალი ხელმძღვანელი საკუთარ ხედვას კანონმდებლებს წარუდგენს. ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი - ეს ის მახასიათებლებია, რის გამოც მმართველ გუნდს და საპარლამენტო ოპოზიციას მამუკა მდინარაძის მორიგ წარმატებაში ეჭვი არ ეპარება
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
