საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის იკრიბება
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის იკრიბება. ფეხბურთელები უკვე საქართველოში იმყოფებიან და თურქეთთან მატჩამდე მოსამზადებლად სამი დღე ექნებათ. დღეს გუნდი თბილისში მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველ ვარჯიშს გამართავს. ეროვნულ ნაკრებს კოჭის ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება, ფრანგმა სპეციალისტმა მის ნაცვლად გუნდში გიორგი კვერნაძე გამოიძახა. ქართველი ფეხბურთელები ოთხ სექტემბერს თურქეთს, ხოლო შვიდ სექტემბერს ბულგარეთს მიიღებენ. ორივე მატჩი „დინამო არენაზე“, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება
