ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი მეთორმეტედ ტარდება და შვიდ სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამა 28 ქვეყნის 187 რეჟისორის 176 ფილმს მოიცავს და მაყურებელს ანიმაციური და დოკუმენტური ნამუშევრების ჩვენებები, სპეციალური სექცია ბავშვებისათვის, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები, გამოფენები, სემინარები და მასტერკლასები ელოდება