ქართველი მოქანდაკე და პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი თენგიზ ღვინიაშვილი, დღეს 100 წლის გახდებოდა
ქართველი მოქანდაკე და პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი თენგიზ ღვინიაშვილი, დღეს 100 წლის გახდებოდა. როგორც პორტრეტისტი მოქანდაკე, მოგვიანებით კი, მონუმენტალისტი - გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოღვაწეობდა ქართულ სახელოვნებო სივრცეში. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში. თენგიზ ღვინიაშვილის არაერთი ქანდაკებაა დადგმული საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში