ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარი თემები იყო, კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენების პროცესის მიმოხილვა, არჩევნებში მედიის როლი და საერთაშორისო სტანდარტები არჩევნების ორგანიზების პროცესში. ღონისძიებას რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელიც ესწრებოდა
