პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის არჩევის პროცედურები მიმდინარე კვირაში დაიწყება
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის არჩევის პროცედურები მიმდინარე კვირაში დაიწყება. მამუკა მდინარაძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, ამის შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას კენჭს უყრიან. მმართველი გუნდი მამუკა მდინარაძის პროფესიულ და პოლიტიკურ გამოცდილებაზე საუბრობს. უმრავლესობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მისი საქმიანობა სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმატებული იქნება
