საშემოდგომო სესია პარლამენტში ხვალ გაიხსნება
საშემოდგომო სესია პარლამენტში ხვალ გაიხსნება. ერთი კვირის შემდეგ კი კანონმდებლობის გათვალისწინებით საკანონმდებლო ორგანო არჩევნებამდე პლენარულ სხდომებს შეწყვეტს. მიმდინარე კვირაში პარლამენტი ცნობად მიიღებს სუსის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის შესახებ განცხადებას და აირჩევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს. საშემოდგომო სესიის დღის წესრიგშია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხიც. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება ასევე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც
