გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ ომი უკრაინაში კიდევ დიდხანს გაგრძელდება
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ ომი უკრაინაში კიდევ დიდხანს გაგრძელდება. გერმანულ მედიას მერცმა განუცხადა, რომ კიევის პარტნიორები ცდილობენ, ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, თუმცა არა უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე.