უმაღლესი რადის ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
უმაღლესი რადის ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაკავებულმა პირველი ჩვენება უკვე მისცა. მისი ვინაობა არ სახელდება. ანდრეი პარუბი ლვოვში ორი დღის წინ, რვა გასროლით მოკლეს.