უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიების სახელმწიფო პროგრამის და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. თბილისის გარდა ღონისძიებები გაიმართა გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.
