„ევრობასკეტ“ 2025-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფის მესამე შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ ატარებს
„ევრობასკეტ“ 2025-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფის მესამე შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ ატარებს. პირველი ნახევარი ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფის ლიდერთან 17-ქულიანი სხვაობით 29-46 დათმეს. ორი მეოთხედის შემდეგ საუკეთესო იანის ანტეტოკუმპოა, რომელმაც 16 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ხოლო ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტი 6-6 ქულა კორსანტიას, მამუკელაშვილს და სანაძეს აქვთ. მეორე ტაიმი ამ წუთებში დაიწყო.