გაერთიანებული სამეფოს ყოველი 5 მცხოვრებიდან 3 აცხადებს, რომ მზად არ არის, უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში სამშობლო დაიცვას
გაერთიანებული სამეფოს ყოველი 5 მცხოვრებიდან 3 აცხადებს, რომ მზად არ არის, უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში სამშობლო დაიცვას. გამოკითხვა „დეილი ექსპრესმა“ ჩაატარა. კითხვაზე, იბრძოლებდა თუ არა ბრიტანეთზე თავდასხმის შემთხვევაში, რესპონდენტთა 64 %-მა უარყოფითი პასუხი გასცა. მანამდე სოციოლოგიური გამოკითხვა გაერთიანებულ სამეფოში „იუ გოვმა“ ჩაატარა. გამოკითხულთა 82% აცხადებს, რომ ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ვითარებაა, 60%-ს კი არ სჯერა, რომ სიტუაცია გამოსწორდება