საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ინდონეზიაში
საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ინდონეზიაში. ჯაკარტაში მანიფესტანტებმა სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენეს. მათ შენობები დაარბიეს და ავტომობილები დაწვეს. ვითარება ინდონეზიის დედაქალაქში მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციის ავტომანქანა 21 წლის კურიერს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. აქციის მონაწილეები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ