ბერლინში ირლანდიის მოქალაქეს პოლიციელმა სცემა
ბერლინში ირლანდიის მოქალაქეს პოლიციელმა სცემა. ამის შესახებ გამოცემა The Irish Times-ი იტყობინება და ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება სამართალდამცველი პროპალესტინური აქციის მონაწილე ქალს ფიზიკურად და შემდეგ აკავებს. მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა ირლანდიის ელჩმა გერმანიაში. დიპლომატმა გერმანიის ხელისუფლებას ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა. მომხდარი დაგმო ირლანდიის პრემიერმინისტრმაც