NYT: ტრამპსა და მოდის შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც ინდოეთის პრემიერმა ნობელის პრემიაზე აშშ-ის პრეზიდენტის წარდგენას მხარი არ დაუჭირა
შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც ნარენდრა მოდიმ ნობელის პრემიაზე ტრამპის წარდგენას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა მოდის შეახსენა, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის კონფლიქტის შეჩერებისთვის ნობელის პრემიას იმსახურებს, რაზეც ინდოეთის პრემიერს ხისტი რეაქცია ჰქონდა. მან ტრამპს პირდაპირ განუცხადა, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის ცეცხლის შეწყვეტასთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა. The New York Times-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე კვირაში ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები დაუწესა, შემდეგ კი ტარიფები 50%-მდე გაზარდა