რუსებმა უკრაინას 142 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს
რუსებმა უკრაინას 142 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 126 დრონი გაანეიტრალეს. დანარჩენი 16 დრონით დარტყმები 10 ადგილზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ზაპოროჟიეზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 30-ზე მეტი დაშავდა. უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთის ძალებმა ქვეყნის ქალაქები და დასახლებები დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს. ოდესის ოლქში კი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის შედეგადაც 30 ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
