მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ახალციხის მერობის კანდიდატი
მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ახალციხის მერობის კანდიდატი. ვარლამ წიკლაური, სოფლების - ანდრიაწმინდის, ანდისა და წყორძის მაცხოვრებლებს შეხვდა. იმსჯელა სამომავლო გეგმებზე და დაჰპირდა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის აზრის გათვალისწინება მთავარი ამოცანა იქნება. ისაუბრეს სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. აქცენტი გაკეთდა, იმ პროექტებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდა. მოწესრიგდა გზები, მოეწყო რეკრეაციული ზონები, გაიხსნა ამბულატორიები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები და სკოლები. გაუმჯობესდა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები