საქართველოს საკალათბურთო ნაკრები „ევრობასკეტზე“ გამოსვლას აგრძელებს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები „ევრობასკეტზე“ გამოსვლას აგრძელებს. ქართველი კალათბურთელები რიგით მესამე შეხვედრას დღეს, ჯგუფის ლიდერი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა პირველ შეხვედრაში ესპანეთს სძლია, ხოლო გუშინ იტალიასთან დამარცხდა და თითო მოგება-წაგებით მესამე ადგილზეა. საბერძნეთთან მატჩი კი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება