იემენელი ჰუსიტები ადასტურებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად მათი პრემიერ-მინისტრი აჰმედ ალ-რაჰავი დაიღუპა
იემენელი ჰუსიტები ადასტურებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად მათი პრემიერ-მინისტრი აჰმედ ალ-რაჰავი დაიღუპა. დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ პრემიერთან ერთად, კიდევ რამდენიმე მინისტრია ლიკვიდირებული. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე იუსტიციის, სპორტის, სოციალურ საქმეთა და შრომის მინისტრები
