ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის საკითხი განიხილეს და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე იმსჯელეს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის საკითხი განიხილეს და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა. მან სანქციების სამომავლო პაკეტის შესაძლო ელემენტებიც დაასახელა: მეორადი სანქციები „ ომის მხარდამჭერთა წინააღმდეგ,“ რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, ტარიფები და „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან ბრძოლის გაძლიერება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხი უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციისთვის