უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობის სურვილს ხუთი ქვეყანა გამოთქვამს
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობის სურვილს ხუთი ქვეყანა გამოთქვამს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, კატარი და შვეიცარია მზად არიან, ეს ფუნქცია იკისრონ. უკრაინის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პუტინი მოლაპარაკებების გაჭიანურებაში და პარტნიორ ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა