ზუგდიდში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
ზუგდიდში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს სიგელები და საჩუქრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა გადასცეს. ჯამში 146 ოქროსა და 14 ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდა. შემდეგ კი საჯარო სკოლების 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიანიჭეს