ნარკოდანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ 4 მოქალაქე დააკავა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ 4 მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა დროს ჩატარდა. სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოიღეს. ისინი, უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე არიან დაკავებული და დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
