USAID-ი ლიკვიდაციის რეჟიმში
ვაშინგტონმა USAID-ის ოფიციალურად დახურვის პროცესი დაიწყო. სააგენტოს ლიკვიდაცია თეთრი სახლის საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელს რასელ ვოუთს დაევალა. პარალელურად ტრამპის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი ხუთი მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო დახმარების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც, როგორც თეთრ სახლში აცხადებენ თავდაპირველად განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დასაძლევად შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით USAID-ის „ვოუქ“ ხარჯების სიმბოლოდ იქცა