ევრობიუროკრატების დაუსაბუთებელი რიტორიკა
ბრიუსელი არასამთავრობოებისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვს, ხელისუფლება კი ამ მოწოდებას უარგუმენტო კრიტიკისა და მოთხოვნების რიგში აყენებს. ევროკავშირის პრესსპიკერი გავრცელებულ განცხადებაში „ენჯეო“ სექტორს, დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემლად მოიხსენიებს. ეს ეპითეტები უპასუხოდ არ დაუტოვებია თბილისს, რომელიც ბრიუსელს შემხვედრ კითხვას უბრუნებს: არის თუ არა ამ დემოკრატიული პლურალიზმის ხერხემლის საქმიანობა ანტისამთავრობო აქციების დაფინანსება და რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობის მიღება? ხელისუფლება აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი ევროპულ სტრუქტურებში ისედაც იციან, ამ დეტალების დაიგნორირებას კი ტრადიციული ორმაგი სტანდარტით ხსნიან
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
