ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა საფრანგეთის ქალაქ ევრეში მომხდარი ინციდენტისას
ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა საფრანგეთის ქალაქ ევრეში მომხდარი ინციდენტისას, ავტომობილი ხალხში შევარდა, სამართალდამცველები ვარაუდობენ რომ მძღოლი გამვლელებს განზრახ დაეჯახა. პროკურატურის ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში ჩხუბის შემდეგ მოხდა. აღნიშნულ საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული, ხოლო გამოძიება მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
