პიტერ სიიარტო: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინაში ევროკავშირს სამხედრო ოპერაციას, და არც სხვა რომელიმე გადაწყვეტილებას, რომელიც მშვიდობიან დარეგულირებას შეუშლის ხელს
უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინაში ევროკავშირს სამხედრო ოპერაციას, და არც სხვა რომელიმე გადაწყვეტილებას, რომელიც მშვიდობიან დარეგულირებას შეუშლის ხელს. – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ კოპენჰაგენში არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე სოციალურ ქსელში დაწერა. სიიარტო იმასაც წერს რომ შეხვედრაზე უნგრეთი ომის მომხრეთა ცუნამის პირისპირ აღმოჩნდება