კოპენჰაგენში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა დაიწყო
კოპენჰაგენში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა დაიწყო. გაერთიანების მთავარი დიპლომატები ორ საკითხზე იმსჯელებენ, მოლაპარაკებები შეეხება, უკრაინაში მიმდინარე ომსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას. აღსანიშნავია რომ სამიტი არაფორმალურია და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის მატარებელი იქნება