უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას გენერალური შტაბი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა, სპეციალური ოპერატიული ძალებისა და სხვა თავდაცვის ძალების მხარდაჭერით, იერიში მიიტანეს ობიექტებზე კრასნოდარისა და სამარის რეგიონებში. გენშტაბი აღნიშნავს, რომ ორივე ქარხანა აქტიურად მონაწილეობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგებაში