ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე, ანდრეი პარუბი მოკლეს
ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე, ანდრეი პარუბი მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, პარლამენტის მოქმედ წევრსა და მე-8 მოწვევის სპიკერს, ანდრეი პარუბის 5-ჯერ ესროლეს. პარუბი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და სამართალდამცველები მკვლელის ვინაობისა და ადგილსამყოფლის დასადგენად მუშაობენ. ანდრეი პარუბი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე 2016 წლის 14 აპრილიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე იყო. ასევე იყო მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევების პარლამენტის წევრი
