ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ინფორმაციის და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში ჩაერთვებიან
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ინფორმაციის და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში ჩაერთვებიან. ინტერაქტიური სავარჯიშოები, სიმულაციები, როლური თამაშები და პრაქტიკული დავალებები, მათ რეალურ გარემოში მუშაობის გამოცდილებას შესძენთ. საერთაშორისო სასწავლო კურსში მონაწილეობის ხარჯებს, უნივერსიტეტი ფარავს. ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა, ევროპის ერთ-ერთ ლიდერ, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება და მასში ტორონტოსა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები არიან ჩართულნი
