გახარიას პარტიაში ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ ქვეყნიდან გაქცეულმა პარტიის ლიდერმა გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო
გახარიას პარტიაში ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ ქვეყნიდან გაქცეულმა პარტიის ლიდერმა გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო. პარტიის წევრები ქრონიკას ისევ არ პასუხობენ, თუმცა ანა ბუჩუკურმა ერთ-ერთ მედიასთან განაცხადა, რომ გიორგი გახარია გაივლის ყველა პროცედურას, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ხანგრძლივი საქმიანობისთვის იქნება საჭირო. არსებული ინფორმაციით, გერმანიაში მყოფი გახარია ბანკში ანგარიშის გახსნასაც ელოდება. მმართველი გუნდის შეფასებით, გახარია ევროპელ პარტნიორებთან ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ცდილობს, პასუხისმგებლობის ასარიდებლად კი ბინადრობა მოიპოვა