მმართველი გუნდი ევრობიუროკრატების მორიგ უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს ევროკავშირის განცხადებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებული ანგარიშები დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება
მმართველი გუნდი ევრობიუროკრატების მორიგ უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს ევროკავშირის განცხადებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებული ანგარიშები დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის პრესსპიკერი საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვს. მაშინ როდესაც არსებობს დოკუმენტი და ფაქტებზე დაფუძნებული ეჭვი, რომ კონკრეტული არასამთავრობოები პროცესების რადიკალიზაციაში და რევოლუციურ ქმედებებში პირდაპირ იყვნენ ჩართული. საბოტაჟი, მტრულ საქმიანობაში დახმარება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედება. ევროკავშირის განცხადებაში ფაქტების გამაბათილებელი არც ერთი არგუმენტი არ არის მოყვანილი