„ევრობასკეტის“ მეორე ტურში საქართველოს ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს ხვდება
„ევრობასკეტის“ მეორე ტურში საქართველოს ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს ხვდება. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 32-32-ია. 9 ქულითა და 3 მოხსნით ჩვენს რიგებში საუკეთესო გოგა ბითაძეა. ამ წუთებში მატჩში შესვენებაა და შეხვედრის მეორე ნახევარი მალე დაიწყება. იტალიის დამარცხების შემთხვევაში ქართველი კალათბურთელები ჯგუფიდან გასვლის სერიოზულ შანსს მიიღებენ. ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ კვიპროსში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე იმყოფებიან, რომლებიც მატჩს ესწრებიან