საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მეორე მატჩს იტალიის ნაკრებთან გამართავს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მეორე მატჩს იტალიის ნაკრებთან გამართავს. ქართველებმა ევრობასკეტის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს 83:69 სძლიეს. იტალიის ნაკრებმა კი პირველ ტურში საბერძნეთთან 75:66 წააგო. დღევანდელი მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი ექნება.