ვენეციის კინოფესტივალი
ვენეციის 82-ე კინოფესტივალი იტალიელი რეჟისორის, პაოლო სორენტინოს პოლიტიკური დრამით „გრაცია” გაიხსნა. საპატიო ოქროს ლომი კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ფრენსის ფორდ კოპოლამ გერმანული კინოს ვეტერანს, ვერნერ ჰერცოგს გადასცა. საკონკურსო სექციაში მონაწილე 21 ფილმს შორის, სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები 6 სექტემბერს გამოვლინდებიან
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
