ჯგუფური ძალადობა - 4 დაკავებული
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ბათუმში 4 ადამიანი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მათ ფიზიკურად იძალადეს ორ მოქალაქეზე და შემდეგ მიიმალნენ. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
