უკრაინას ახალგაზრდა მამაკაცები მასობრივად ტოვებენ
უკრაინას ახალგაზრდა მამაკაცები მასობრივად ტოვებენ. 28 აგვისტოდან მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, 18-დან 22 წლამდე ახალგაზრდებს ქვეყნიდან გასვლის უფლება მიეცათ. საზღვრის გადამკვეთის მსურველთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ახალგაზრდებს რამდენიმე საათი რიგში დგომა უწევთ. საომარი მდგომარეობის გამო 3 წელიწად ნახევარია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებოდათ. მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით, უკრაინელები აქამდე ქვეყნის დატოვებას უკანონო გზებით ცდილობდნენ