CNN-ის ინფორმაციით, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობს
CNN-ის ინფორმაციით, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობს. მხოლოდ 2024 წელს ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთისგან 42 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინეს. აქედან ხუთ მილიარდი დოლარზე მეტი, რუსულ გაზზე მოდის. ბუნებრივი აირის გარდა, ევროკავშირის სახელმწიფოები რუსეთისგან ყიდულობენ: ნავთობს, რკინას , ფოლადს და სხვა სამრეწველო რესურსებს. ამერიკის შეერთებული შტატები კი რუსული ურანის, პლუტონისა და პალადიუმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია.
