8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს შორის ვითარება დაიძაბა
8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს შორის ვითარება დაიძაბა. თინა ბოკუჩავა, ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს ამ ფორმატში თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. მორიგი დაპირისპირების მიზეზი, თამარ ჩერგოლეიშვილის ქმედება გახდა, რომელიც სოციალურ ქსელში, მისთვის არასასურველი კომენტარის ავტორს არაეთიკური გზებით დაუპირისპირდა და მისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად, ამავე კომენტარის ავტორის სოციალური ქსელიდან მცირეწლოვანის ფოტო აიღო და უხამსი კომენტარი დაურთო. მოგვიანებით, ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა. თინა ბოკუჩავას კრიტიკას კი კრიტიკითვე უპასუხა და თქვა, რომ ფედერალისტებისთვის „ნაცმოძრაობა“ მიუღებელია და სურთ რომ ასეთმა პარტიებმა აღარ იარსებონ