მმართველი გუნდის შეფასებით „ენჯეოები“, რომლებიც აქციის მონაწილეებს სასჯელისგან თავის არიდების მიზნით აფინანსებდნენ, ამ ფორმით ძალადობას ახალისებდნენ
მმართველი გუნდის შეფასებით „ენჯეოები“, რომლებიც აქციის მონაწილეებს სასჯელისგან თავის არიდების მიზნით აფინანსებდნენ, ამ ფორმით ძალადობას ახალისებდნენ. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის ორმოცდაათი ათასი ლარი გადაიხადა, ნანუკას ფონდმა კი, ასოთხმოცდაათი ათას ლარზე მეტი. ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პარალელურად უკვე მეორე დღეა ქრონიკა პასუხს ელოდება ევროკავშირის, შვეიცარიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების საელჩოებისგან,რომლებსაც კითხვით მივმართეთ, იცოდნენ თუ არა, რომ მათ მიერ გაღებულ ფინანსებს ISFED-ი აღჭურვილობის შესაძენად იყენებდა? შეგახსენებთ ISFED-ი ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის , რომელთა საბანკო ანგარიშებსაც ყადაღა დაედო
