ფაინენშელ თაიმსი წერს, რომ უკრაინის საკითხი პოლონეთის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შორის კამათის საგანია
პრემიერი დონალდ ტუსკი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მომხრეა, მაშინ როცა პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირებას ითხოვს და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კიევს პირობებს უყენებს. გამოცემა ასევე წერს, რომ საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრაში პასუხისმგებლობა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კიდევ ერთი უთანხმოების საკითხია. ნავროცკი მიიჩნევს, რომ მან უნდა წარმოადგინოს ქვეყანა საერთაშორისო ღონისძიებებზე და სწორედ ის უნდა შეხვდეს ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.