საფრანგეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსული გაზის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია
გერმანული მედიის ცნობით, უკრაინის მხარდაჭერის შესახებ განცხადებების მიუხედავად, პარიზმა 2025 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი გაზარდა. მიმდინარე წელს პარიზმა რუსეთისგან, უკვე 600 მილიონი ევროს ბუნებრივი აირი შეიძინა.