შინაგან საქმეთა მინისტრმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
გეკა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და რეგიონში დანაშაულის სტატისტიკასა და გახსნის მაჩვენებელს გაეცნო. გეკა გელაძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია - გაეცნო, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამუშაო სივრცეებს, ტექნიკას და აღჭურვილობას. მინისტრი ასევე, შეხვდა საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებს.
