"გემო ფესტი" რაჭაში
"გემო ფესტი" რაჭაში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი დღეს და ხვალ ამბროლაურში გაიმართება. წლევანდელ "გემო ფესტში" რაჭაში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ. "გემო ფესტის" ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობაც.