17 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი კი დაზარალდა პაკისტანში წყალდიდობის შედეგად
სტიქიამ პანჯაბის პროვინციის ათას 600 სოფელი მოიცვა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სავარგულები. სტიქიის ზონიდან მილიონზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ადგილობრივი მმართველობის ცნობით, გასული 4 ათწლეულის განმავლობაში, ასეთი მასშტაბის წყალდიდობა პროვინციაში არ ყოფილა