დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების აღსადგენად 30-დღიანი პროცესი დაიწყეს
ეგრეთ წოდებულმა ევრო სამეულმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების აღსადგენად 30-დღიანი პროცესი დაიწყეს. ერთობლივ განცხადებაში მხარეები აღნიშნავენ, რომ ეს არის პასუხი ირანის მხრიდან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დადებული პირობის შეუსრულებლობაზე. ევროსამეულის გადაწყვეტილებას მიესალმნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი. გადაწყვეტილებას უკანონო და სამწუხარო უწოდა თეირანმა. ირანის ოფიციალურმა პირებმა ევროპის „სამეული“ დიპლომატიისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ თეირანი ზეწოლას არ დაემორჩილება.
