პასუხის პასუხი კიევს ბუდაპეშტისგან
ეს ჩვენი ომი არ არის, შეწყვიტეთ თქვენს ომში ჩვენი ჩათრევის მცდელობა – ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას განცხადებას, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას. კიევსა და ბუდაპეშტს შორის პოლიტიკური კამათი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც უნგრეთმა უკრაინის უპილოტი აპარატების დანაყოფის მეთაურს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
